პსჟ, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, მარსელ დესაი
Aa
Aa

მარსელ დესაი: “მბაპეს ადგილზე მე საუდის არაბეთში წავიდოდი“

როგორც მოგეხსენებათ, პსჟ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და კილიან მბაპემ კიდევ ერთხელ დაკარგა ლიგის მოგების შანსი. გავრცელებული ინფორმაციით, ის სულ მალე რეალის ფეხბურთელი გახდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა მარსელ დესაიმ ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

დესაი:

„მბაპე რეალში? მე მას სულ სხვა კონტინენტს ვურჩევდი. მისთვის რეალი საუკეთესო ადგილი არ არის, რადგან მათ მარცხენა ფლანგზე ვინისიუს ჟუნიორი ჰყავთ. მადრიდულ გრანდში უამრავი ტალანტი თამაშობს, მათ შორის ჯუდ ბელინგემი. კილიანი იქ ლიდერი ვერ იქნება და მას სწორედ ლიდერობა სურს.

მის ადგილზე მე საუდის არაბეთში გადავიდოდი და წელიწადში 350 მილიონ ევროს მივიღებდი. შემდეგ სეზონში მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და მაგ პერიოდისთვის ევროპაში დავბრუნდებოდი.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დორტმუნდის ბორუსიასთან დამარცხდა.

რაც შეეხება მბაპეს და რეალის ურთიერთობას, ცნობილია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომავალი სეზონიდან კილიანი სამეფო კლუბის მაისურს მოირგებს. ახლა გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ როდის ექნება ფრანგ სუპერვარსკვლავს პრეზენტაცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკო და დარვინი - 2 ახალი სამიზნე ბარსას რადარზე
ნიკო და დარვინი - 2 ახალი სამიზნე ბარსას რადარზე