ტონი კროოსი, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

რეალი კროოსის შემცვლელად ვირცის შეძენას გეგმავს

მადრიდის „რეალი“ 2025 წლისთვის ტონი კროოსის შემცვლელს ეძებს და ასეთად ფლორიან ვირცი ჰყავთ შერჩეული.

Bild-ის ცნობით, ფლორიანმა და მისმა ოჯახმა შემდეგი კარიერული ნაბიჯი 2025 წელს დაგეგმეს. მისი კარიერის ყველაზე სავარაუდო გაგრძელება „რეალია“, რომელსაც ვირცის შეძენა სურს, თუ ზუსტად 2025 წელს ტონი კროოსი გუნდს ტოვებს.

ფელიპე მარტინი, მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სკაუტი, ვირცის ყველა თამაშს ტრიბუნებიდან უყურებს - რაც მხოლოდ მაშინ ხდება, როცა „სამეფო კლუბი“ უკიდურესად სერიოზულია. წყარო აღნიშნავს, რომ ანალოგიურად მარტინი გაჰყვა ჯუდ ბელინგემსაც, როდესაც ის „ბორუსიაში“ თამაშობდა.

ლევერკუზენის „ბაიერის" შემტევი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ სიტი", „არსენალი" და „ბაიერნი" იჩენენ.

21 წლის გერმანელმა „ლევერკუზენის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა
„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა