ალონსო: “ეს იქნება ტოპ თამაში ტოპ ატმოსფეროთი“
ევროპის ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ლევერკუზენის „ბაიერი“ „რომას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ალონსო:
„ეს იქნება ტოპ თამაში ტოპ ატმოსფეროთი. ეს არის ევროპა ლიგის ნახევარფინალი და აუცილებლად უნდა გავაღწიოთ ფინალში. კარგად მახსოვს შარშანდელი იმედგაცრუება და 0:1 წაგებული მატჩი. გვინდა, რომ ეს დავივიწყოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.
განმეორებითი მატჩი ნებისმიერ ანგარიშზე სახიფათოა. მაშინაც კი, თუ წინა შეხვედრა 2-ბურთიანი სხვაობით მოიგე. სწრაფ გოლს თამაშის შეცვლა მარტივად შეუძლია. „რომა“ არის გუნდი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. თავიდანვე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება რომში გაიმართა და ბაიერმა 2:0 მოიგო.
ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ლევერკუზენის „ბაიერი“ დაუმარცხებელია. ჩაბი ალონსომ „ბენფიკას“ 59-წლიანი რეკორდი გაიმეორა და 48-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო.
ბაიერისა და რომას მომავალი მატჩი 9 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.