მადრიდის რეალი, ჯუდ ბელინგემი, რუუდ ვან ნისტელროი
Aa
Aa

ნისტელროი: “ბელინგემს ვერ მოვთხვოთ ბომბარდირი იყოს, მაგრამ არის“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა რუუდ ვან ნისტელროიმ გამოცემა AS-თან ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა.

ნისტელროი:

„მეორე წრეში ჯუდმა გოლების გატანას მოუკლო, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მისი დონე დაეცა. „კადისის“ წინააღმდეგ მან ისევ გაიტანა და ახლა 18 გოლი აქვს გატანილი. რატომ იტანს მეორე წრეში უფრო ნაკლებს? მინდა გითხრათ, რომ გოლების გატანა მისი პირდაპირი მოვალეობა არ არის. ეს დამატებითი ბონუსია.

ის ნახევარდაცვის ტვინია. ეხმარება შეტევას და ასევე დაცვას. ის ყოვლისმომცველია და ფენომენალურად თამაშობს ნახევარდაცვაში. აქვს დიდებული თამაშის ხედვა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ვერ მოვთხოვთ, რომ ის ბომბარდირი იყოს. მიუხედავად ამისა, ის არის!

ჯუდ ბელინგემის სეზონი სანახაობრივია და აუცილებლად ასე უნდა შეფასდეს. მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტიმ მას როლი შეუცვალა, სადაც არ უნდა დააყენო მაინც განსაკუთრებული მოთამაშეა და გამუდმებით ხიფათს ჰქმნის.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება ნისტელროის, ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2006/2010 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა „ბლანკოსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 96-ჯერ მოირგო, 64 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკან ბაიერნში? - ფლიკი შეთავაზებას ელის
უკან ბაიერნში? - ფლიკი შეთავაზებას ელის