გიორგი მიქაუტაძე, პიერ დრეოსი
Aa
Aa

„ლოგიკური გადაწყვეტილება იყო“ | მეცში მიქაუტაძის წითლის გაუქმებაზე ისაუბრეს

„მეცის“ საფეხბურთო დირექტორი, პიერ დრეოსი LFP-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი მიქაუტაძის წითელი ბარათი გააუქმა. დრეოსიმ განაცხადა, რომ სადისციპლინო კომიტეტმა ლოგიკური ნაბიჯი გადადგა და დასძინა, რომ კლუბი მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდებოდა.

„ვფიქრობ, სადისციპლინო კომიტეტმა ლოგიკას პატივი სცა და სწორად იმოქმედა, რადგან თავდაპირველი გადაწყვეტილება უბრალოდ გაუგებარი იყო. კომიტეტთან დისკუსია გვქონდა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მატჩის მთავარმა არბიტრმა, ბატონმა ბუკემ საკუთარ მოხსენებაში აღნიშნა, რომ შეცდომა დაუშვა. ორშაბათის შემდეგ, სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ დარწმუნებული ვიყავით, რომ სტრასბურგთან მატჩში გიორგი მიქაუტაძე ჩვენთან ერთად იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე „რენთან“ მატჩის კომპენსირებულ დროში გააძევეს. რუდი ბუკეს გადაწყვეტილებას „მეცის“ ხელმძღვანელთა პროტესტი მოჰყვა, რასაც უცხოური პრესის კრიტიკაც დაერთო. დრეოსიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა და გიორგი წითელს კი არა, ყვითელ ბარათსაც არ იმსახურებდა.

ცნობისთვის, 18-გუნდიან ლიგა 1-ში „მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და „ლე ავრს“ 3 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და „მეცის“ მომდევნო მეტოქეები „სტრასბურგი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალი სახიფათოა, მაგრამ მისთვის რთული მეტოქე ვარ“ | მერაბმა ჩემპიონზე ისაუბრა
„ომალი სახიფათოა, მაგრამ მისთვის რთული მეტოქე ვარ“ | მერაბმა ჩემპიონზე ისაუბრა