კილიან მბაპე
Aa
Aa

„ყველაფერი არც ისე ცუდადაა, გუნდს ახალი პროექტი აქვს“ - კილიან მბაპე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მარცხის შემდეგ კილიან მბაპემ ორმატჩიანი დაპირისპირება და პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგური სეზონი შეაჯამა.

კილიან მბაპე:

„რა დაგვაკლდა? გოლი. ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ როდესაც მათ გოლად არ გარდაქმნი, შემდეგ ეტაპზე გასვლა რთულდება. მაგრამ ახლა გადაჭარბება საჭირო არ არის. გუნდმა ბევრი გასცა და ეცადა, რომ თითოეული გულშემატკივრისთვის სიამაყის გრძნობა მოეპოვებინა. სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობა საკმარისი არ იყო. გაკვეთილი უნდა მივიღოთ იმისგან, რაც გავაკეთეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. წინ საფრანგეთის თასის ფინალი გველის. სეზონი დასრულებულად არ უნდა ჩავთვალოთ, რადგან საფრანგეთის თასი მნიშვნელოვანი ტურნირია.

როგორ ვაფასებ პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის სეზონს? საერთო ჯამში, ყველაფერი არც ისე ცუდი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად ახალი პროექტი გვაქვს.

პსჟ-ში ყოველთვის გამარჯვება გვინდა. ახლა დამწუხრებულები ვართ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საფრანგეთის თასი უნდა მოვიგოთ და ყველაფერი ამის შემდეგ გავაანალიზოთ. დღეს ამაზე საუბარს აზრი არ აქვს“.

ინტერვიუს შემდეგ, ფრანგ ვარსკვლავს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა „რეალი“ - „ბაიერნის“ წყვილში „სამეფო კლუბისკენ“, თუმცა, მბაპემ კითხვა უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დორტმუნდის „ბორუსიამ“ პსჟ ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. დორტმუნდის მეტოქე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებული იქნება.

პსჟ 0:1 დორტმუნდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები