ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ალექსანდრე თოფურიას დებიუტი გადაიდო | როდის იჩხუბებს UFC-ში?

MMA-ის ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში გადაიდო. ალექსანდრეს ფიზიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, ჩხუბზე დროებით უარის თქმა მოუწია და მის წარმომადგენლებსა და UFC-ს ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

როგორც ირკვევა, დახურული ჯერ არაფერია, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, რომ UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გვეყოლება. სავარაუდოდ, თოფურია ზაფხულში იჩხუბებს და მისი ბრძოლა ივნისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს კარიერაში 6 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 5 გამარჯვებაა. თოფურია სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის. მან ბოლოს 2023 წლის 20 მაისს იჩხუბა და იოჰან სეგასი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ალექსანდრე 28 წლისაა და ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ილიას მსგავსად, ალექსანდრეც მრავალმხრივი მებრძოლია და როგორც პარტერში, ისე დგომში გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალი სახიფათოა, მაგრამ მისთვის რთული მეტოქე ვარ“ | მერაბმა ჩემპიონზე ისაუბრა
„ომალი სახიფათოა, მაგრამ მისთვის რთული მეტოქე ვარ“ | მერაბმა ჩემპიონზე ისაუბრა