როისი: “ეს წარმოუდგენელია, ამას არავინ ელოდა“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში დორტმუნდის ბორუსია პარი სენ ჟერმენს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. გერმანული გუნდი ისტორიაში მესამედ გავიდა ჩ.ლიგის ფინალში.
მატჩის დასრულების შემდეგ, მარკო როისმა კომენტარი გააკეთა.
როისი:
„ეს არის საოცარი ენით აღუწერელი გრძნობა. 11 წლის შემდეგ, ისევ ფინალში ვარ ბორუსიასთან ერთად. დემბელემ და აშრაფმა უმაღლესი ტემპი შემოგვთავაზეს და დავიტანჯეთ. ხვალ არავინ იკითხავს როგორ მოვიგეთ თამაში. არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ დორტმუნდის ბორუსია ისევ ფინალშია. ამას არავინ ელოდა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.“
შეგახსენებთ, დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ ითამაშებს, 1996-97 წლების სეზონის ფინალში ოტმარ ჰიცფელდის გაწვრთნილმა დორტმუნდმა იუვენტუსი’ 3:1 დაამარცხა. 2012-13 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება იურგენ კლოპის „დორტმუნდმა’’ მიუნხენის ბაიერნთან 1:2 დათმო.
მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის' მეტოქე რეალსა და ბაიერნს შორის გამარჯვებული იქნება. ფინალი „უემბლიზე'' პირველ ივნისს გაიმართება.