ალბერტ გუდმუნდსონი | ნაპოლის და ინტერის ახალი სამიზნე
სეზონი ჯერ არ დასრულებულა და სხვადასხვა კლუბები გაძლიერებაზე უკვე ფიქრობენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი, ინტერი და ტოტენჰემი ალბერტ გუდმუნდსონისთვის იბრძვიან.
ისლაინდელ შემტევ ნახევარმცველს სერია ა-ში კარგი სეზონი აქვს და მისი თამაშით დიდი კლუბების ყურადღება მიიქცია.
მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა, თუმცა ჯენოა დიდი ალბათობით გაცილებით მეტს მოითხოვს.
თავად ისლანდიელს იტალიის დატოვება არ სურს და უკანასკნელ ინტერვიუში ეს ღიად განაცხადა.
რა თქვა გუდმუნდსონმა?
„ჩემი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაში იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც იტალიაში გადმოვედი აქაურობას არაფერი მირჩევნია. მომწონს აქ ცხოვრება და ფეხბურთის თამაში. რაღაც განსაკუთრებული უნდა შემომთავაზონ, რომ სხვა ჩემპიონატში ვითამაშო."
ცნობისთვის, ისლანდიელი ფეხბურთელი ჯენოას 2022 წლის 31 იანვარს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 84 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 31 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია მიმდინარე სეზონში. გუდმუნდსონმა 34 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, რომ გასული წლის ზაფხულში ალბერტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს და დღემდე გამოძიება მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.