ფლუმინენსემ დაადასტურა | ტიაგო სილვა მშობლიურ კლუბში დაბრუნდა
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტიაგო სილვა ლონდონის „ჩელსიდან“ მიდის. ვეტერან უკანახაზელს კონტრაქტი ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ სილვა „ფლუმინენსეში“ დაბრუნდებოდა. ბრაზილიურმა მხარეს მას ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
როგორც ჩანს, „ჩელსის“ უკანახაზელი ამ შეთავაზებას დათანხმდება. „ფლუმინენსეს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ ტიაგო მშობლიურ კლუბში ოფიციალურად ბრუნდება.
Home again, @tsilva3! #TheMonsterIsBack #OMonstroVoltou pic.twitter.com/tGD5b5RwYe
— Fluminense F.C. (@FluminenseFC) May 7, 2024
ცნობისთვის, 39 წლის ცენტრალური მცველი სწორედ „ფლუმინენსეს“ აღზრდილი გახლავთ, სადაც 1998-2000 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ, არაერთ გუნდში ითამაშა და უკან 2006 წელს დაბრუნდა.
რაც შეეხება მის ლონდონურ კარიერას, „არისტოკრატების“ რიგებს 2020 წელს შეუერთდა. დღემდე „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 152-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.