გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ცუდი ამბავი | გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა

„ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. „ბრიოგანთან“ შეხვედრაში, ქართველმა კალათბურთელმა დაზიანება მიიღო, რის გამოც პარკეტის დატოვება მოუწია და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

„ლენოვო ტენერიფეს“ ინფორმაციით, „შერმინატორს“ ნეკნის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. ამ მომენტისთვის, უცნობია, ქართველი კალათბურთელი პარკეტს ზუსტად როდის დაუბრუნდება, მაგრამ კლუბს პლეიოფში ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი მომჯობინდება და საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება.

ცნობისთვის, ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში შერმადინმა მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო. გიორგი საშუალოდ 12 ქულას, 5.2 მოხსნას, 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 17.7 გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსას გარდა ინტერესი გერმანულ კლუბებს აქვთ | კვარა და ნაპოლის გეგმები
ბარსას გარდა ინტერესი გერმანულ კლუბებს აქვთ | კვარა და ნაპოლის გეგმები