კაკაბაძის აღიარება პოლონეთში | ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
„კრაკოვიას“ ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 31-ე ტურში, 28 წლის უკანახაზელის გუნდი მესამე ადგილზე მყოფ „გორნიკ ზაბრზეს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.
კაკაბაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ოთარმა გოლიც გაიტანა და 53-ე წუთზე, ანგარიში 3:0 გახადა. Sofascore-მა მისი თამაში 8.3 ქულით შეაფასა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. იგივე გააკეთა ექსტრაკლასამაც, რომელმაც მის გარდა, „კრაკოვიას“ კიდევ ორი ფეხბურთელი გამოარჩია: მიკალ რაკოჩი, პატრიკ მაკუჩი.
Gwiazdy 3⃣1⃣. kolejki ✨⭐ pic.twitter.com/AdHNxQpmLc
— PKO BP Ekstraklasa (@_Ekstraklasa_) May 7, 2024
ცნობისთვის, 8.3-ქულიანი შეფასება „კრაკოვიას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. გოლის გარდა, ოთარმა 2 საკვანძო გადაცემა გააკეთა, 9-დან 5 დუელი მოიგო და 26-დან 17 ზუსტი პასი შეასრულა. კაკაბაძემ მეტოქის კარისკენ 2-ჯერ დაარტყა და 3 ჩაჭრა ჰქონდა.
გეტყვით იმასაც, რომ ოთარმა მეორე ბურთი შეაგდო და მისი გუნდი სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. „კრაკოვია“ მომდევნო შეხვედრას 10 მაისს გამართავს და „სლასკს“ დაუპირისპირდება.