ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ბარსას გარდა ინტერესი გერმანულ კლუბებს აქვთ | კვარა და ნაპოლის გეგმები

ნეაპოლური გაზეთი, Il Mattino დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე წერს. იტალიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს და გვაუწყებს, რომ „ბარსელონას“ გარდა, „კვარათი“ გერმანული კლუბები ინტერესდებიან.

Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლის“ სტრატეგია მარტივია და კლუბს სურს, კვარაცხელიას კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაუხანგრძლივოს. მის აგენტს, მამუკა ჯუღელსა და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და მხარეები მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.

„ევროპის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელიც ნაპოლისთვის შესაძლოა, „ორლესული ხანჯალი“ აღმოჩნდეს. თუ ფეხბურთელის გაყიდვა გინდა, ევრო 2024 ბრწყინვალე შანსია, რათა შენმა მოთამაშემ თავი გამოიჩინოს. აი, თუ მისი შენარჩუნება გინდა, არის შანსი, მახეში აღმოჩნდე. სწორედ ამიტომ, ნაპოლიმ კვარა ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე უნდა გაიფორმოს. მანამ, სანამ სერია A-ს ჩემპიონი ყველას მოაჯადოებს“, - წერს ნეაპოლური გაზეთი.

Il Mattino-ს თქმით, ჯუღელი ევროპული გრანდების ინტერესს ბერკეტად გამოიყენებს, რათა „პარტენოპეი“ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დაიყოლიოს. „ბარსელონას“ გარდა, ქართველი ფეხბურთელით „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან და გერმანულმა კლუბებმა ტრანსფერის თაობაზე ნიადაგი უკვე მოსინჯეს. დე ლაურენტისს ხვიჩას გაყიდვა არ სურს, მაგრამ გაუჭირდება, თავისი გაიტანოს და დათმობებზე წასვლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნეაპოლელები აპირებენ, მას ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივონ და ხელფასი გაუზარდონ. მხარეებს შორის მთავარი პრობლემა სწორედ ანაზღაურებაა. „ნაპოლი“ მზადაა, ხვიჩას 3.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, „კვარას“ წარმომადგენლებს კი მეტის მიღება სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიური გამოცემა ლა ლიგას აკრიტიკებს | მიზეზი მამარდაშვილს უკავშირდება
ვალენსიური გამოცემა ლა ლიგას აკრიტიკებს | მიზეზი მამარდაშვილს უკავშირდება