ლუკა ტონი
Aa
Aa

„ნაპოლის ყველა ფეხბურთელს ერთი სული აქვს სეზონი როდის დასრულდება“ | ლუკა ტონი

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუკა ტონიმ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ტონიმ საკუთარი მოსაზრება „უდინეზესა“ და „პარტენოპეის“ მატჩის შემდეგ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ნეაპოლელთა მოთამაშეებს ერთი სული აქვთ, მიმდინარე სეზონი როდის დასრულდება.

„მომდევნო სეზონში ნაპოლიმ ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოს. ჩემი აზრით, გუნდს ამისთვის საჭირო შემადგენლობა ჰყავს და მნიშვნელოვანია ვნახოთ, ვიქტორ ოსიმენი რას გადაწყვეტს. ნაპოლი არის გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში სკუდეტო მოიგო და წარმატების მისაღწევად საჭირო ფეხბურთელები ჰყავს. მთავარია, მათ სტიმული მისცენ. ვფიქრობ, ნაპოლის ყველა მოთამაშეს ერთი სული აქვს, მიმდინარე სეზონი როდის დასრულდება, რათა ახალი დაიწყონ“.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესთან“ გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ მიმდინარე სეზონს იმედგაცრუება უწოდა და დასძინა, რომ მისი დანიშვნისას გუნდი მენტალურად განადგურებული იყო.

გეტყვით იმასაც, რომ 35 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 11 მაისს გამართავს და საკუთარ კედლებში „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიური გამოცემა ლა ლიგას აკრიტიკებს | მიზეზი მამარდაშვილს უკავშირდება
ვალენსიური გამოცემა ლა ლიგას აკრიტიკებს | მიზეზი მამარდაშვილს უკავშირდება