ყაზახეთის გრანდ სლემი - როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
10-12 მაისს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოისტთა გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა ტურნირისთვის 9-კაციანი შემადგენლობაა დაასახელეს, თუმცა, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ლიდერებს დასვენების შესაძლებლობა მისცეს. ტურნირზე 7 ვაჟი და 2 გოგონა ძიუდოისტი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები:
- -73 კგ. - ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
- -81 კგ. - ირაკლი ბეროშვილი.
- -90 კგ. - ბაქარ ერაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი.
- -100 კგ. - ონისე სანებლიძე.
- +100 კგ. - ირაკლი დემეტრაშვილი.
გოგონები:
- -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
- +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და წონის ლიდერებიც სწორედ ამ ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას.