რენი, მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ბუქეტმა შეცდომა აღიარა და მიქაუტაძისთვის წითლის გაუქმებას ითხოვს

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Lequipe-ს ინფორმაციით, „მეცისა“ და „რენის“ მთავარი მსაჯი, რუდი ბუქეთი გიორგი მიქაუტაძის წითელი ბარათის ეპიზოდში თავის შეცდომას აღიარებს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან არ უნდა გაეძევებინა.

გამოცემა წერს, რომ ბუქეტმა უკვე მიმართა წერილობით საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტს და გიორგი მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გაუქმება მოსთხოვა.

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა სამშაბათს, 7 მაისს არის ჩანიშნული და ქართველი შემტევის ბედი სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება.

„რენის“ წინააღმდეგ, სადაც „მეცი“ 2:3 დამარცხდა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, შეხვედრის მიწურულს კი მეტოქესთან შეჯახების გამო წითელი ბარათი მიიღო. მატჩის მთავარმა მსაჯმა, რუდი ბუქეტმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა, სადაც გამოჩნდა, რომ შეჯახება სერიოზული არ ყოფილა, თუმცა, არბიტრმა გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა, რასაც ევროპულ მედიაში დიდი კრიტიკა მოჰყვა.

მიქაუტაძის წითელი:

თუ მიქაუტაძეს წითელ ბარათს არ გაუუქმებენ, ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის დარჩენილი ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელიც „მეცმა“ ჯერ „სტრასბურგთან“, შემდეგ კი პსჟ-სთან უნდა ჩაატაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი, საგოლე პასი და უსამართლო გაძევება - მიქაუტაძის მეცის დასანანი მარცხი
გოლი, საგოლე პასი და უსამართლო გაძევება - მიქაუტაძის მეცის დასანანი მარცხი