გიორგი მამარდაშვილი, ჯუზეპე მაროტა
Aa
Aa

მაროტას გეგმები - ინტერი ვალენსიას ორ ფეხბურთელს უმიზნებს

ცნობილი იტალიური სააგენტო Calciomercato-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ინტერი“ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას განიხილავს და მათ შორის ორი „ვალენსიას“ ფეხბურთელია.

რა წერია Calciomercato-ს სტატიაში:

ჯუზეპე მაროტამ „სკუდეტოს“ ტრიუმფის შემდეგ უკვე გამოაცხადა, რომ ცხელი ზაფხული იქნება და ხელმძღვანელები მოუთმენლად ელოდებიან სატრანსფერო ფანჯრის გახსნას. პირველი, ვისაც „ნერაძური“ დაიმატებს, პიოტრ ჟიელინსკი და მეჰდი ტარემი იქნებიან, რომლებიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებიან.

ამასთან, მაროტა მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელით არ შემოიფარგლება და „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილისა და მოსკერას დამატებას ეცდება. ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, კრისტიან მოსკერასი კი 25 მილიონი.

თუმცა, „ვალენსიასთან“ ორივე ფეხბურთელზე შეიძლება მოლაპარაკება. მამარდაშვილის შემთხვევაში 35 მილიონზე, მოსკერასთან კი 15 მილიონზე. შესაბამისად, ესპანური გუნდის ორი დიდი სახელის შეძენა მილანურ კლუბს შესაძლოა, სულ რაღაც 50 მილიონი დაუჯდეს. როგორც ჩანს, გამოსასყიდი პუნქტები „ინტერს“ არ აშინებს.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის სახელს „ინტერის“ გარდა კიდევ რამდენიმე ევროპულ გრანდს უკავშირებენ. სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მეკარის დამატებით „ნიუკასლი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და პსჟ ინტერესდებიან.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ კარი 33 შეხვედრაში დაიცვა, 35 გოლი გაუშვა და 12 მატჩში კარი მშრალად შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია მამარდაშვილის გარეშე დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
ვალენსია მამარდაშვილის გარეშე დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა