ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„ქართველი ქომაგები მყავს, რას მწერენ ისინი?“ | ევლოევმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მებრძოლი, მოვსარ ევლოევი BADAEV PODCAST-ის სტუმარი იყო და ილია თოფურიაზე ისაუბრა. ევლოევს „ელ მატადორის“ ეროვნებაზე დაუსვეს შეკითხვა და მოვსარმა აღნიშნა, რომ ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჰყავს.

პოდკასტის წამყვანის შეკითხვა: „ეროვნების საკითხზეც იყო საუბარი. ბევრი ქომაგი აქცენტირებდა ინგუშისა და ქართველის დაპირისპირებაზე და ვნახე ქართველი ქომაგები, რომლებიც შენს მხარეს იყვნენ. ისინი წერდნენ: „მოვსარ, საქმე მოუგვარე. ილია ნამდვილი ქართველი არაა, ჩვენს ტრადიციებს არ აღიარებს და ა.შ.“ რას იტყვი ილია თოფურიაზე, როგორც საქართველოს წარმომადგენელზე? რამდენად შეესაბამება ქართულ წესებს?“

„ილია საქართველოში არ დაბადებულა და საქართველოს არ აღუზრდია. ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს მიღმა ცხოვრობენ და ისინი სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან, რადგან ჩვენგან განსხვავებით, აქ არ დაბადებულან, აქ არ გაზრდილან და კარგად არ იციან, რა ტრადიციები და აღქმები გვაქვს. ვფიქრობ, ეს არაა ისეთი პრობლემა, რომ ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენო და სახეში ვუთხრა, ნამდვილი ქართველი არ ხარ-მეთქი. პირადად ჩემთვის, ისიც საკმარისია, რომ კონკურენტუნარიანი მებრძოლია.

შეფასებას რაც შეეხება, როგორ წარმოადგენს ილია საქართველოს, ვფიქრობ, ამას ქართველი უკეთ გააკეთებს. რას მწერენ ქართველი გულშემატკივრები? პრაქტიკულად იმას, რაც შენ აღნიშნე („მოვსარ, საქმე მოუგვარე. ილია ნამდვილი ქართველი არაა, ჩვენს ტრადიციებს არ აღიარებს და ა.შ.“). ისინი მხარს მიჭერენ. ინგუშებსა და ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს და ვართ ორი ერი, რომლებსაც ერთმანეთთან კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. ჩვენი მამები ამბობდნენ, რომ ქართველის სახით, ყოველთვის მაგარი მეგობარი გეყოლება“.

ცნობისთვის, ევლოევს კარიერაში 18 ბრძოლა გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. UFC-ში ის 2019 წლიდან ასპარეზობს და ბოლო ჩხუბში არნოლდ ალენს მოუგო, რის შემდეგაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წითელი კი არა, ყვითელსაც არ იმსახურებდა“ | მეცში მიქაუტაძის ეპიზოდზე ისაუბრეს
„წითელი კი არა, ყვითელსაც არ იმსახურებდა“ | მეცში მიქაუტაძის ეპიზოდზე ისაუბრეს