გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრე იაშვილი, გია გურული
Aa
Aa

კვარას რეკორდი გაიმეორა - მიქაუტაძის შთამბეჭდავი სტატისტიკა

ქართველ ლეგიონერებს შორის ტოპ 5 ლიგაში ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით გიორგი მიქაუტაძემ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, 12 გოლი შეაგდო და კვარაცხელიას სტატისტიკა გაიმეორა, ხვიჩა სერია A-ს გასულ სეზონში, როცა „ნაპოლიმ'' სკუდეტო მოიგო, 34 შეხვედრაში 12 გოლით დაეხმარა გუნდს.

23 წლის მიქაუტაძემ ამ სეზონის ლიგა 1-ის 18 მატჩში 12 გოლი (3 პენალტი) გაიტანა, გია გურულსა და ალექსანდრე იაშვილს გაასწრო, კვარაცხელიას გაუთანაბრდა.

1992-93 წლების სეზონში გურულმა „ლე ავრისთვის’’ ლიგა 1-ის 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა, იაშვილმა იდენტური სტატისტიკა 2003-04 წლების სეზონში ბუნდესლიგურ „ფრაიბურგში’’ დააფიქსირა (30 მატჩი, 9 გოლი,  პენალტი არ გაუტანია). მათ ლევან კობიაშვილი და არჩილ არველაძე მოჰყვებიან, კობიმ 2000-01 წლების სეზონში „ფრაიბურგისთვის’’ ჩატარებულ 31 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, 7-დან 5 პენალტი იყო, ამავე სეზონში ამავე ჩემპიონატში არჩილ არველაძემ „კიოლნში'' 26 თამაშში 7 გოლი ჩაიწერა აქტივში.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გატანილი გოლებით მიქაუტაძე გია გურულს გაუთანაბრდა, გურულმა 1992-94 წლებში „ლე ავრიში’’ თამაშისას 48 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, მიქაუტაძემ ლიგა 1-ის ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიტანა, ბოლო ხუთ მატჩში მის აქტივში 7 გოლია, 5-დან ორ მატჩში დუბლი შეასრულა, რაც ფანტასტიკური შედეგია, მით უმეტეს „აიაქსში'' გატარებული ცუდი პერიოდის შემდეგ, როცა მასში მილიონები გადაიხადეს, თუმცა ნდობა არ გამოუცხადეს.

მსგავსი სიახლეები