გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„წითელი კი არა, ყვითელსაც არ იმსახურებდა“ | მეცში მიქაუტაძის ეპიზოდზე ისაუბრეს

„მეცის“ საფეხბურთო დირექტორი, პიერ დრეოსი „რენთან“ მატჩის ბოლო წუთებზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დრეოსიმ შეხვედრის მთავარი არბიტრი, რუდი ბუკე გიორგი მიქაუტაძისთვის ნაჩვენები წითელი ბარათის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება გაუგებარი იყო.

„მეცმა მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დაუშვა, მაგრამ მსაჯები ძალიან ბევრჯერ შეცდნენ. სადისციპლინო კომიტეტს შევხვდები, რათა ვიდეოგამეორება ვნახოთ. VAR-მა მსაჯს უთხრა, რომ მიქაუტაძე გასაძევებელი არ იყო, მაგრამ რეფერეიმ თავისი გაუგებარი გადაწყვეტილება მაინც ძალაში დატოვა.

ჩემი მიზანია, სადისციპლინო კომიტეტს ავუხსნა, რომ წითელი ბარათი არ უნდა ეჩვენებინათ. ვიდეორეფერიმ მთავარ არბიტრს უთხრა, რომ მიქაუტაძე, თავისი ქმედების გამო, წითელ ბარათს კი არა, ყვითელსაც არ იმსახურებდა, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა“.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული პრესის ცნობით, „მეცი“ მიქაუტაძის გაძევების გასაჩივრებას აპირებს. კლუბი სადისციპლინო კომიტეტს მიმართავს, რომელიც ხვალ შეიკრიბება. „მეცი“ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მომდევნო შეხვედრა „სტრასბურგთან“ ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმებას მოითხოვენ | მეცი ბოლომდე იბრძოლებს
მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმებას მოითხოვენ | მეცი ბოლომდე იბრძოლებს