გოგა ბითაძე, დონოვან მიტჩელი, პაოლო ბანკერო, ორლანდო მეჯიქი, კლივლენდ კავალიერსი
Aa
Aa

ბითაძეს შანსი არ მისცეს - ორლანდოსთვის სეზონი დასრულდა

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი პლეი-ოფის სერიის გადამწყვეტ მატჩში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და 12 ქულის სხვაობით, 94:106 დამარცხდა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა გოგას თანაგუნდელ პაოლო ბანკეროს, რომელმაც მოედანზე გატარებულ 41 წუთში ორმაგი დუბლი დააფიქსირა - 38 ქულა, 16 მოხსნა, 2 ასისტი.

მასპინძელთა შემადგენლობიდან კი დონოვან მიტჩელი გამოირჩა - 39 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი 45 წუთში.

ორლანდომ თამაშის პირველი ნახევარი გამარჯვებით დაასრულა. ბითაძის გუნდმა პირველი მეოთხედი 24:18, მეორე მეოთხედი კი 29:25 მოიგო. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც მასპინძლებმა 18 ქულის სხვაობით, 33:15 იმარჯვეს. დასკვნითი მეოთხედი კი 4-ქულიანი უპირატესობით, 30:26 მოიგეს.

სამწუხაროდ, „ორლანდო მეჯიქისთვის“ და გოგა 2023/24 წლების სეზონი დასრულდა. „კლივლენდ კავალიერსმა“ სერია 4:3 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ნაპოლი ბოლო ცნობებს ავრცელებს
როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ნაპოლი ბოლო ცნობებს ავრცელებს