ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი
Aa
Aa

ვალენსია მამარდაშვილის გარეშე დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

ლა ლიგის 34-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ალავესს“ უმასპინძლა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ქართველმა მეკარემ 33-ე ტურში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ერთი მატჩით დაისაჯა.

მამარდას მაგივრად „ვალენსიას“ კარის დარაჯად ხაუმე დომენეკი მოგვევლინა, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში, მანამდე კი „ბარსელონასთან“ მამარდაშვილის გაძევების შემდეგ მეორე ტაიმი ითამაშა.

ხაუმესთვის დღევანდელი შეხვედრა უიღბლო გამოდა, რადგან 34-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მის მაგივრად კარში ჩადგომა „ვალენსიას“ მესამე მეკარეს, კრისტიან რივეროს მოუწია. ერთადერთი გოლიც სწორედ რივეროს კარში გავიდა. 68-ე წუთზე, „ალავესმა“ კუთხურიდან შეძლო გატანა. ვისენტეს ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ხავი ლოპესს რივეროს კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ამ მარცხით, რუბენ ბარახას გუნდმა ევროტურნირზე მოხვედრის შანსი საგრძნობლად გაირთულა. 34 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ 47 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ბეტისს“, რომელსაც 52 ქულა აქვს 5 ქულით ჩამორჩება.

„ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 12 მაისს, საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ გამართავს და მამარდაშვილიც სწორედ ამ მატჩისთვის დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუნდესლიგა 2-ში ქართული რეკორდი მოხსნა - ბუდუს ბრწყინვალე გოლი
ბუნდესლიგა 2-ში ქართული რეკორდი მოხსნა - ბუდუს ბრწყინვალე გოლი