გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, ჩუს ვიდორეტა
Aa
Aa

„სამწუხაროდ, გიოსთვის სეზონი დასრულდა“ - ლენოვო ტენერიფეს მწვრთნელი შერმადინზე

„ლენოვო ტენერიფეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩუს ვიდორეტამ „ბრიოგანთან“ მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან გიორგი შერმადინის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ცენტრისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.

რას ამბობს ვიდორეტა:

„გუნდში ტრავმების მხრივ რთული მდგომარეობა იყო და ამას დღეს გიოს დაზიანებაც დაემატა. ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც მაცნობეს, ნეკნი აქვს გაბზარული. ამიტომ, სამწუხაროდ, მისთვის სეზონი დასრულებულია. პლეი-ოფებში ვერ დაგვეხმარება.

მისმა მდგომარეობამ შესაძლოა, პლეი-ოფში ჩვენს მდგომარეობაზე გადამწყვეტი გავლენაც მოახდინოს. ის ჩვენთვის გადამწყვეტი მოთამაშეა, რომელიც გუნდში დიდ და ჯანსაღ კონკურენციას ქმნიდა“.

პირველი მეოთხედის დასრულებამდე 02:26 წუთით ადრე, გიორგი შერმადინის წინააღმდეგ „ბრეოგანის“ კალათბურთელმა, ჯასტინ რობინსონმა უხეშად ითამაშა. შერმადინი პარკეტზე ძლიერად დაეცა და მაშინვე ზურგი აიტკია. შედეგად, ქართველი ცენტრი დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო მატჩები ელის და ჯერჯერობით უცნობია, შეძელბს თუ არა შერმადინი ჩვენი გუნდისთვის დახმარების გაწევას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა დაგაძინებ, ბალიშის დადება არ დაგავიწყდეს“ - თოფურია ჰოლოუეის
„როცა დაგაძინებ, ბალიშის დადება არ დაგავიწყდეს“ - თოფურია ჰოლოუეის