ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ნაპოლი ბოლო ცნობებს ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ნაპოლი“ ბოლო ცნობებს ავრცელებს.

კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუნდმა დღეს დილით Konami-ს საწვრთნელ ბაზაზე „უდინეზესთან“ მატჩისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი არ მონაწილეობდა.

„ნაპოლის“ ოფიციალურ ვებ-გვერდის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდისგან განმარტოებით, სპორტდარბაზში პერსონალური პროგრამით ვარჯიშობდა. ასევე, ვკითხულობთ, რომ პარასკევის შემდეგ, როდესაც ხვიჩა ვარჯიშზე დაშავდა და კუნთის ტრავმა მიიღო, დღეს მისი მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული.

ჯერჯერობით, ოფიციალურად უცნობია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია „ნაპოლის“ უახლოეს შეხვედრაში, რომელიც ორშაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. „ნაპოლი“ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს საათებში გაავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები