ისტორიაში საუკეთესო შედეგი - მადრიდის რეალის ახალი რეკორდი
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ კადისს უმასპინძლა. „სამეფო კლუბმა“ ბრაჰიმის, ბელინგემის და ხოსელუს გოლებით 3:0 გაიმარჯვა.
„სამეფო კლუბს“ ლა ლიგის 36-ე ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა იქამდე, როგორც ცნობილი გახდა „ბლანკოსმა“ თავის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.
მადრიდულმა გრანდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 47 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო. ეს კი კლუბის ისტორიაში ზედიზედ ჩატარებულ 39 შეხვედრაში საუკეთესო შედეგია. ყველაზე ცოტა წაგება და ყველაზე მეტი მოგება.
#OJOALDATO - El Real Madrid ha firmado su menor número de derrotas (2) en los primeros 49 partidos oficiales de una temporada (37 victorias y 10 empates).
— MisterChip (Alexis) (@2010MisterChip) May 4, 2024
აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ ორივე მატჩი მადრიდულ დერბიში წააგო. ერთი ლა ლიგის ეგიდით, ხოლო მეორე სამეფო თასზე. რა თქმა უნდა, კოპა დელ რეიზე წაგება უფრო მტკივნეული იყო, რადგან ანჩელოტის გუნდი გათამაშებას გამოეთიშა და მიმდინარე სეზონში ტრიპლეტის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან.
როგორც უკვე მოგახსენეთ, „რეალს“ ლა ლიგის მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნს“ განმეორებით მატჩში უმასპინძლებს. პირველი თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.