მარცხი საფრანგეთთან - ბორჯღალოსნების სამი ლელო (U20)
რაგბიში საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებთან 17:26 დამარცხდა.
შეხვედრა ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა კარგად დაიწყო, მურთაზ ცხადაძის ლელოს ზურა ფირცხალაიშვილის გარდასახვა მოჰყვა.
სტუმრებმა თამაშის სცენარი საბა მახარაძის მოედნიდან გაძევების შემდეგ შეცვალეს, ანგარიში 7:7 გახდა. მიუხედავად ამისა, ანდრო დვალის ლელოთი კვლავ დავწინაურდით, თუმცა საბოლოოდ, ფრანგებმა პირველი ტაიმი 12:19 მოიგეს. მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა ვერ შევიტანეთ, შეხვედრა საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა 17:26 დათმო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელო ლუკა ჭაავას აქტივშია.
მატჩის შემდეგ საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ კომენტარი გააკეთა.
ფოტო/ვიდეო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური