ნაპოლი, უდინეზე, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კუნთის ტრავმა მიიღო - ხვიჩა უდინეზესთან საეჭვოა

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „უდინეზეს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ ოფიციალური ვებ-გვერდი არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და სერია ა-ს მომავალი ტურის შეხვედრას დიდი ალბათობით გამოტოვებს.

როგორც აღმოჩნდა, ქართველმა ვარსკვლავმა კუნთის დაზიანება გუშინ ჩატარებულ ვარჯიშზე მიიღო და დღეს განმარტოებით ინდივიდუალურად ივარჯიშა. სერიოზული არაფერია, თუმცა მას ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ ევრო ტურნირის საგზურისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის, გასული სეზონის ჩემპიონს 50 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მე-7 ადგილზე მყოფ „ლაციოს“ კი 5 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ხვიჩას, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლა ნაპოლიზე არ ვფიქრობ“ - პიოლი თავის მომავალზე
“ახლა ნაპოლიზე არ ვფიქრობ“ - პიოლი თავის მომავალზე