Sky Sports: მილანი კონსეისაუსთან შეთანხმებას ცდილობს
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მილანიდან“ სტეფანო პიოლი წავა. „როსონერის“ ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
გავლენიანი გამოცემა Sky Sports იუწყება, რომ ბოლო საათებში იტალიური კლუბი სერჟიო კონსეისაუს ეკონტაქტება და წინასწარ შეთანხმებას ცდილობს.
„მილანში“ თვლიან, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი იდეალური ვარიანტია, რადგან მას ახალგაზრდებთან მუშაობა შესანიშნავად შეუძლია და მისი საფეხბურთო ფილოსოფია ამ ფორმაციის „მილანს“ მნიშვნელოვნად განავითარებს.
აღსანიშნავია, რომ სერჟიოს „პორტუსთან“ კონტრაქტი 2028 წელს ეწურება, მაგრამ მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სეზონის ბოლოს თავის გათავისუფლება შეუძლია.
კონსეისაუს „პორტუდან“ წასვლას კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებს. სულ ცოტა ხნის წინ, გუნდში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და გამარჯვებული ვილაშ-ბოაში გახდა. მთავარმა მწვრთნელმა კი მხარი პინტო და კოშტას დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, სერჟიო კონსეისაუ საფეხბურთო კარიერის დროს „ინტერში“, „პარმაში“ და „ლაციოში“ თამაშობდა.
ასევე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში „როსონერის“ ხულენ ლოპეტები დაუკავშირეს, თუმცა გულშემატკივრების პროტესტის გამო ხელმძღვანელობამ ესპანელთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.