„10 მილიონი ბევრია, მაგრამ კვარას მსგავს ფეხბურთელს უნდა გაუფრთხილდე, რადგან...“
„ნაპოლის“ ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი ივანო ტროტა ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ არსებულ მოვლენებზე საუბრობს და ქართველი ფეხბურთელის დაუფასებლობას უსვამს ხაზს.
„სეზონში 10 მილიონი ბევრია. მაგრამ კარგი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებს აფასებენ და მეტად უვლიან. მაგალითად, ოსიმენი არის ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 20 გოლზე ადის. მისი და კვარას მსგავს ფეხბურთელებს გუნდში განსხვავებული როლები აქვთ. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ხვიჩას პსჟ-ს მსგავსი გუნდი მიაკითხავს, ისინი მზად იქნებიან ამდენი გადაუხადონ.
რას ვიზამდი მე კლუბის ადგილას? ხვიჩას კიდევ 5-წლიან კონტრაქტს გავუფორმებდი და შევეცდებოდი მასთან საკმაოდ მსუყე ხელშეკრულება გამეფორმებინა“.
როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ კვარას 2028 ან 2029 წლამდე კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობს, სანაცვლოდ კი წლიურად 4.5 მილიონს უხდის, რაც 2020 წელს ოსიმენის ძველი კონტრაქტის მსგავსია. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ხვიჩას ნეაპოლელები შესაბამისად არ აფასებენ.
მამუკა ჯუღელი 5-6 მილიონს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბის დატოვებას განიხილავენ.