ანხელ დი მარია, ანტონიო კასანო, მასიმილიანო ალეგრი, ლეანდრო პარედესი, ენცო ბარენეჩეა
Aa
Aa

წლებია ჟურნალისტებს ფულს უხდის - კასანო ალეგრის დაუპირისპირდა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ღიად დაუპირისპირდა. ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, მან 56 წლის სპეციალისტი ჟურნალისტების მოქრთამვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს წლებია გრძელდება.

რა თქვა კასანომ

არიან მწვრთნელები, რომელთაც პრესის წარმომადგენლები გამუდმებით იცავენ. აი, მასიმილიანო ალეგრის კი გავლენიან იტალიურ სპორტულ გამოცემებში ჰყავს ოთხი-ხუთი მეგობარი ჟურნალისტი, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მასზე რასაც ეტყვის, იმას დაწერენ. გასულ სეზონში ის ლეანდრო პარედესს ისე ექცეოდა როგორც ოფიციანტს და მის ნაცვლად ძირითადში ენცო ბარენეჩეას ათამაშებდა. შემდეგ ჟურნალისტებს ანხელ დი მარიას კრიტიკა შეუკვეთა, რომელიც „იუვედან“ გაშვების შემდეგ ექვს თვეში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. არადა, ანხელი ფენომენალური ფეხბურთელია და ამ სეზონში პორტუგალიის პირველობაზე „ბენფიკაში“ უკვე 22 გოლი გაიტანა. მერწმუნეთ, რომ არა მედიის მხარდაჭერა და მათი მოქრთამვა, ალეგრი ამდენი ხანი ვერც ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვერ გაჩერდებოდა.

ვეტერანი იტალიელი ფორვარდი დი მარიას სტატისტიკურ მაჩვენებლებში აშკარად შეცდა - არგენტინელმა ნახევარმცველმა ლისაბონურ კლუბში გამართულ 26 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. აი რამდენად შეეფერება სიმართლეს მისი ნათქვამი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით „მილანში“ 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა და 40 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანომ ლეაუ გააკრიტიკა და კვარაც ახსენა | რაფამ მას სოც ქსელში უპასუხა
კასანომ ლეაუ გააკრიტიკა და კვარაც ახსენა | რაფამ მას სოც ქსელში უპასუხა