შავი ლომი, ლუკა მატკავა, აკა ტაბუცაძე
Aa
Aa

8-ქულიანი მარცხი კოკერილის ყოფილ გუნდთან

ბრიტანული ტურნეს ფარგლებში საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ ინგლისის „ლესტერ თაიგერსთან“, რომელიც ძირითადად სარეზერვო მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, „უელფორდ როუდზე“ 13-21 დამარცხდა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ორჯერ აიღეს ქართველების ჩათვლის მოედანი და 9-ქულიანი უპირატესობით, 14:5 გაიმარჯვეს.სტუმართა რიგებში ერთადერთი ლელო აკა ტაბუცაძემ დადო.  შესვენების შემდეგ ინგლისელების ანგარიშზე კიდევ ერთი ლელო და ზუსტი გარდასახვაა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ მეტოქის ჩათვლის მოედანი ერთხელაც აიღეს, ერთი საჯარიმო კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

საქართველოს პირველი პროფესიული ფრენჩაიზი 18 აპრილს შოტლანდიაში გაემგზავრა და ერთკვირიანი მზადების ფარგლებში ედინბურგისა და გლაზგოს გაერთიანებულ გუნდთან გასახურებელი მატჩები გამართა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კი ისტ მიდლენდში ვარჯიშობდა და ლესტერელებთან მატჩისთვის ემზადებოდა.

„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელისთვის ეს თამაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო - რიჩარდ კოკერილს მოთამაშის კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ „ლესტერში“ აქვს გატარებული - „თაიგერსში“ ის 1992-2002 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც ორი სეზონი „მონპელიეში“ გაატარა და კარიერის ბოლოს, 2004-2005 წლებში ისევ მშობლიურ გუნდში იასპარეზა. „ლესტერ თაიგერსში“ დაიწყო კოკერილის სამწვრთნელო კარიერაც - 2005-2009 წლებში ის შერკინებას ავარჯიშებდა, 2009-2017 წლებში მთავარი მწვრთნელის პოზიცია ეკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომის შემადგენლობა ლესტერ თაიგერსთან მატჩისთვის
შავი ლომის შემადგენლობა ლესტერ თაიგერსთან მატჩისთვის