ზურიკოს ლამაზი გოლი და კარგი მატჩი | ბორდომ აიაჩოს 4:0 მოუგო
საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „აიაჩოს“ დაუპირისპირდა. ჟირონდელებმა საკუთარ კედლებში მიმდინარე სეზონში მე-9 გამარჯვება იზეიმეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 4:0.
დავითაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ზურიკომ გოლიც გაიტანა და 28-ე წუთზე, „აიაჩოს“ კარი ლამაზი დარტყმით აიღო, „ბორდოს“ მეოთხე გოლისას კი პრეასისტი მიითვალა.
დავითაშვილმა „აიაჩოს“ კარისკენ 2-ჯერ დაარტყა. ერთხელ გოლი გაიტანა, მეორედ კი არაზუსტი იყო. ზურიკო ბურთს 47-ჯერ შეეხო, 31-დან 27 ზუსტი პასი გააკეთა, 13-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, 1 საკვანძო გადაცემა მიითვალა და მის წინააღმდეგ წესები 3-ჯერ დაარღვიეს. სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მისი თამაში 7.4 ქულით შეაფასა.
ცნობისთვის, დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა და მის ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემაცაა. ზურიკოს გუნდს 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. „ბორდოს“ მომდევნო მატჩი 10 მაისს, „კონკარნოს“ წინააღმდეგ ელის.