ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

კაკაბაძის გოლი და მაგარი მატჩი | კრაკოვიამ მესამეადგილოსანი გორნიკი გაანადგურა

პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „გორნიკ ზაბრზეს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მე-3 ადგილზე მყოფ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საკუთარ კედლებში გამართული შეხვედრა 5:0 მოიგო.

„კრაკოვიამ“ ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა. მიკალ რაკოჩის გადაცემით პატრიკ მაკუჩმა ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა. შეხვედრის 42-ე წუთზე, „გორნიკ ზაბრზეს“ ფეხბურთელებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს და „კრაკოვიამ“ პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმის 53-ე წუთზე, თავი კაკაბაძემ გამოიჩინა და მცველის შეცდომით ბრწყინვალედ ისარგებლა - 3:0. 68-ე და 85-ე წუთებზე კი გოლები გლიკმა და ატანასოვმა გაიტანეს და „კრაკოვიამ“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

კაკაბაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან შეფასების სახით, 8.3 ქულა დაიმსახურა, რაც „კრაკოვიას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. გოლის გარდა, ოთარმა 2 საკვანძო გადაცემა გააკეთა, 9-დან 5 დუელი მოიგო და 26-დან 17 ზუსტი პასი შეასრულა.

ცნობისთვის, კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში მეორე ბურთი შეაგდო და მისი გუნდი სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. „კრაკოვია“ მომდევნო შეხვედრას 10 მაისს გამართავს და „სლასკს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონორ მაკგრეგორი მერაბ დვალიშვილის ვიდეოს გამოეხმაურა
კონორ მაკგრეგორი მერაბ დვალიშვილის ვიდეოს გამოეხმაურა