თორნიკე შენგელია, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

ძლიერი გუნდი გამოცდილი მწვრთნელით - იტალიელები ჯიკიჩსა და საქართველოზე

პარიზის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ივნისში ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. მათი ერთ-ერთი მეტოქე კი იტალიის ეროვნული გუნდი იქნება, რის გამოც აპენინურ სპორტულ მედიაში ბოლო პერიოდში ქართველი კალათბურთელები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი დიდი ყურადღებით სარგებლობენ. იტალიის კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ფან-გვერდმა მათი გუნდის მომავალ სპარინგ-მეტოქეებზე, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებზე ისაუბრა.

რა წერია საქართველოს ნაკრებზე

ეს არის ძლიერი გუნდი გამოცდილი მთავარი მწვრთნელით. ალექსანდარ ჯიკიჩი ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნულია, თუმცა საქართველოს ნაკრებს საკუთარი ხელწერა უკვე დაატყო. გუნდის ლიდერი და კაპიტანი თორნიკე შენგელიაა, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის ლიდერის, „ვირტუსის“ გამორჩეული მოთამაშეა. იტალიის ნაკრებმა ოლიმპიადის წინა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და ტოკიოში ითამაშა, საქართველო კი მისთვის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრას შეეცდება და ამ მხრივ მათთვის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

იტალიელებთან ამხანაგური შეხვედრა 23 ივნისს ქალაქ ტრენტოში გაიმართება, ხუთი დღის შემდეგ კი ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდი კიდევ ერთ სპარინგს რიგაში ეგვიპტელებთან ჩაატარებს. რაც შეეხება ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს, ივლისის დასაწყისში A ჯგუფის მატჩები ასევე რიგაში შედგება და მასპინძელი ლატვიის გარდა, საქართველოს მეტოქე ფილიპინების ეროვნული გუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტოქეები ცნობილია - საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა
მეტოქეები ცნობილია - საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა