სანდრო ტონალი
Aa
Aa

ტონალის დისკვალიფიკაციის ახალი დეტალები

არალეგალური ფსონების განთავსებასთან დაკავშირებით 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯილი სანდრო ტონალის საქმეზე ახალი დეტალები გასაჯაროვდა. Mirror-ის ცნობით, „ნიუკასლის“ იტალიელმა ფეხბურთელმა ფსონები ოთხ მატჩზე განათავსა, ოთხივეში მისი გუნდი მონაწილეობდა და ოთხივე შემთხვევაში 10 ათასი ევრო ჰქონდა დადებული. ამ მხრივ მისთვის ყველაზე წარმატებული „ნიუკასლი“ – „მანჩესტერ სიტის“ თამაში იყო, სადაც საკუთარი გუნდის გამარჯვება იწინასწარმეტყველა და „ჯორდებმა“ „ქალაქელები“ 1:0 დაამარცხეს. დანარჩენი სამი მატჩიდან კი „ბარნლისთან“ (2:0) და „ბრენტფორდთან“ (1:0) მოიგო, „ბრაიტონთან“ (1:3) კი არ გაუმართლა.

გამოძიების ცნობით, მთლიანობაში დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, ერთ-ერთ ტოტალიზატორში უცხო სახელით რეგისტრირებული ტონალის ექაუნთით 46 ფსონია გაკეთებული. საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის განცხადებით, იტალიელი ფეხბურთელი უფრო სერიოზულ სასჯელს იმან გადაარჩინა, რომ ის მხოლოდ თავისი გუნდების, „ნიუკასლისა“ და „მილანის“ გამარჯვებებზე თამაშობდა და შესაბამისად, არც სხვა კლუბებთან და არც რომელიმე დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონია.

სანდრო ტონალის დისკვალიფიკაციის ვადა 27 აგვისტოს იწურება და გაუხანგრძლივებენ თუ არა მას კონტრაქტს „ნიუკასლის“ ხელმძღვანელები, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10-თვიანი დისკვალიფიკაცია | იტალიური პრესის ინფორმაცია ტონალის სასჯელზე
10-თვიანი დისკვალიფიკაცია | იტალიური პრესის ინფორმაცია ტონალის სასჯელზე