ომალი VS დვალიშვილი | ვის გამარჯვებას ვარაუდობს ჟოზე ალდო
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟოზე ალდომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. ბრაზილიელმა საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა და „მანქანის“ გამარჯვება ივარაუდა.
„მერაბისა და ომალის ბრძოლა UFC-ისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. შონ ომალის არის მებრძოლი, რომელსაც ულევი ენერგია აქვს და მზადაა, პირველიდან ბოლო წუთამდე იჩხუბოს. მიუხედავად ამისა, უპირატესობას მერაბს ვანიჭებ და ვფიქრობ, დვალიშვილი გაიმარჯვებს“.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ალდო „მანქანისა“ და „შუგას“ ჩხუბზე საუბრობს. რამდენიმე დღის წინ, მან განაცხადა, რომ დვალიშვილი ძალიან კარგი მებრძოლია და მალე სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ალდოს ბოლო ბრძოლა სწორედ მერაბთან აქვს გამართული და „მანქანასთან“ მარცხის შემდეგ, კრივში სცადა ბედი. ჟოზე UFC-ში დაბრუნდა და UFC 301-ზე, იგი ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდება. ღონისძიება თბილისის დროით, 5 მაისს დაიწყება. ალდო ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი გახლავთ და ქამარი 2015 წელს, კონორ მაკგრეგორთან მარცხის გამო დათმო.