სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ქართულ კერძებს ისევ დავაგემოვნებ - ვემბანიამა მამუკელაშვილმა გააოცა

ბოლო წლების განმავლობაში NBA-ს რეგულარული სეზონის რამდენიმე მატჩი უცხო ქვეყანაში იმართება, რაც საზღვრებს გარეთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ემსახურება. მომდევნო სეზონში „სან ანტონიოს“ პარიზში მოუწევს ორი შეხვედრის გამართვა და „სპურსის“ ფრანგი ვარსკვლავი ვიქტორ ვემბანიამა ქართველ თანაგუნდელს სანდრო მამუკელაშვილს მის სამშობლოში კარგ მასპინძლობას და ფრანგულ კერძებზე მიპატიჟებას ჰპირდება

რა თქვა ვემბანიამამ

მახსოვს თებერვალში ნიუ-იორკში გვქონდა თამაში, რომლის დასრულების შემდეგაც სანდრომ მე და რამდენიმე თანაგუნდელი ქართულ რესტორანში დაგვპატიჟა. სახელები აღარ მახსოვს, თუმცა ყველა კერძი ბოლომდე მივირთვი და ყველაფერი ძალიან მომეწონა, რაზეც სხვებზე ვერ ვიტყვი, თუმცა ეს მათი პრობლემაა (იცინის). პარიზში ჩასვლა როდესაც მოგვიწევს, „მამუს“ აუცილებლად დავპატიჟებ ფრანგულ რესტორანში, მის მშობლიურ ქართულ კერძებს კი ნებისმიერ დროს კიდევ ერთხელ დავაგემოვნებ.

NBA-ს გასულ სეზონში „სან ანტონიომ“ დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ გაუსწრო და 22 მოგებითა და 60 წაგებით ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მამუკელაშვილს, 24 წლის ქართველმა კალათბურთელმა 82-დან მხოლოდ 46 შეხვედრაში ითამაშა და პარკეტზე ჯამში გატარებულ 416 წუთში 190 ქულა, 146 მოხსნა და 48 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
190 ქულა 416 წუთში - სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა
190 ქულა 416 წუთში - სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა