გიორგი შერმადინი, მარსელინიო უერტასი, ველკო მრშიჩი
Aa
Aa

მთავარია შერმადინი გავაჩეროთ - ბრეოგანის მწვრთნელი ტენერიფესთან მატჩამდე

5 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის 32-ე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ბრეოგანს“ შეხვდება. კანარის კუნძულების კლუბი მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფში თამაში დიდი ხნის წინ გაინაღდა, რასაც ვერ ვიტყვით ბრეოგანელებზე, რომლებიც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში, მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. მათი ხორვატი მთავარი მწვრთნელი ველკო მრშიჩი კი მომავალი დაპირისპირების წინ, მთავარ საფრთხეს „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერისგან, გიორგი შერმადინისგან ელის

რა თქვა მრშიჩმა

ბუნებრივია ჩვენი მეტოქის მთავარი კოზირი გუნდურობაა და სწორედ ამის წყალობით გახდნენ ისინი ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის პრიზიორები. თუმცა, ვთვლი, რომ მათ რიგებში განსაკუთრებით სახიფათო გიორგი შერმადინია, რომელიც მარსელინიო უერტასის საოცარი პასების ხარჯზე კიდევ ერთ შედეგიან სეზონს ატარებს. მერწმუნეთ, შერმადინს თუ გავაჩერებთ, „ლენოვო ტენერიფეს“ დამარცხება გაცილებით უფრო იოლი გახდება. საამისოდ კი, კარგი ტაქტიკისა და კომბინაციების გარდა, გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვჭირდება. მჯერა, რომ ტრიბუნები ბოლომდე შეივსება და 5 ათასი ქომაგის თვალწინ ძლიერი მეტოქის დამარცხებაზე ვიზრუნებთ.

ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული პირველობის დასრულებამდე სამი ტური რჩება და „ბრეოგანთან“ მატჩის შემდეგ, გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები ჯერ ასევე სტუმრად „ხოვენტუტს“ შეხვდებიან, შემდეგ კი საკუთარ დარბაზში „მანრესას“ უმასპინძლებენ. „ბრეოგანი“ – „ლენოვო ტენერიფეს“ შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
211 ქულა 371 წუთში - შერმადინის მაჩვენებლები ჩემპიონთა ლიგაზე
211 ქულა 371 წუთში - შერმადინის მაჩვენებლები ჩემპიონთა ლიგაზე