თელავი, ოლეგ ვასილენკო
Aa
Aa

თელავმა რუსი მწვრთნელი გაუშვა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-12 ტურში გორის „დილასთან“ (0:1) განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, „თელავმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რუსი ოლეგ ვასილენკო გაანთავისუფლა. მასთან ერთად პოსტი დატოვეს მისმა რუსმა ასისტენტებმა, კონსტანტინ სინეოკოვმა და სერგეი ომელიანჩუკმა. ვასილენკოს შემცვლელის ვინაობას კლუბის ხელმძღვანელები უახლოეს მომავალში დაასახელებენ.

რუსი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კახეთის კლუბმა წლევანდელ სეზონში გამართული თორმეტი მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შვიდში დამარცხდა. ბოლო ოთხი თამაშიდან კი „თელავმა“ ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა, ორი ფრედ დაასრულა და ორი წააგო.

50 წლის ვასილენკოს სამწვრთნელო კარიერაში საქართველოში ჩამოსვლამდე ყველაზე დიდი მიღწევა 2009 წელს რუსეთის მეორე ლიგის სამხრეთ დივიზიონის წლის საუკეთესოდ დასახელება იყო, როდესაც ის სოჭის „ჟემჩუჟინაში“ მუშაობდა.

ჯერჯერობით უმწვრთნელოდ მყოფი თელაველები Crystalbet ეროვნული ლიგის მომდევნო, მეცამეტე ტურში 11 მაისს, სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „დინამო ბათუმთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო თბილისმა თელავს ვერ მოუგო | კოლხეთი 1913-ის გამარჯვება სამტრედიასთან
დინამო თბილისმა თელავს ვერ მოუგო | კოლხეთი 1913-ის გამარჯვება სამტრედიასთან