გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ორმაგი სასჯელი | რას წერს Marca მამარდაშვილზე

„ორმაგი სასჯელი მამარდაშვილისთვის“ - ასეთია Marca-ს სტატიის სათაური და ცნობილი ესპანური გამოცემა „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე წერს. Marca წითელ ბარათს ეხმაურება, რომელიც „მამარდამ“ „ბარსელონასთან“ მატჩში მიიღო და აცხადებს, რომ ეს გიორგის ორ პრობლემას უქმნის.

„ფეხბურთს უმაღლეს მწვერვალზე აჰყავხარ, მაგრამ ასევე, შეუძლია, ბნელ გამოქვაბულში შეგიყვანოს და გიორგი მამარდაშვილს ეს საკუთარ თავზე ჯერ არ გამოუცდია. აქამდე, ყველაფერი პოზიტიურად ვითარდებოდა და მოვლენები იდეალურად მიმდინარეობდა, მაგრამ ლა ლიგის ბოლო ტურში სიტუაცია შეიცვალა და ბარსელონასთან გაძევებამ ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანა.

დავიწყოთ იქიდან, რომ ქართველი მეკარე ალავესთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს და ლა ლიგაში, ზედიზედ ჩატარებული მატჩების მხრივ, რეკორდს ვეღარ დაამყარებს. უფრო უარესი კი ისაა, რომ წითელმა ბარათმა ზამორას ჯილდოს დააშორა. აქამდე, მამარდა შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ გაძევებამ ვითარება შეცვალა. ზამორას ჯილდოს წესების მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ მოედანზე 60 წუთი არ გაუტარებია, ჩატარებული მატჩების რაოდენობა იგივე დარჩა. სამაგიეროდ, ჩაეთვლება მიღებული ბურთი და გაიზრდება გაშვებული გოლების რაოდენობა, რაც ავტომატურად, კოეფიციენტის ზრდას განაპირობებს“, - წერს Marca.

ცნობისთვის, ზამორას რეიტინგში პირველ ადგილზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენია - 0.96 კოეფიციენტი, უნაი სიმონი მეორეა - 0.97 კოეფიციენტი, რემირო მესამეზეა - 1.03 კოეფიციენტი, მამარდაშვილი კი მეოთხეზე - 1.09 კოეფიციენტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოლი კვარასთან? - მილანიდან მიდის და ნაპოლის გაწვრთნის მთავარი კანდიდატია
პიოლი კვარასთან? - მილანიდან მიდის და ნაპოლის გაწვრთნის მთავარი კანდიდატია