კონორ მაკგრეგორი მერაბ დვალიშვილის ვიდეოს გამოეხმაურა
მერაბ დვალიშვილმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელებში სასაცილო ვიდეო გაავრცელა. „მანქანა“ ლას-ვეგასში მდებარე „სფეროსთან“ იმყოფება და შონ ომალის ორეულს ცეკვაში ეჯიბრება, მათ გვერდით კი ცნობილ ჟურნალისტს, დეივ შმულენსონსაც, მეტსახელად The Schmo-საც, ვხედავთ.
დვალიშვილის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მერაბის პოსტი კონორ მაკგრეგორმაც იხილა. ირლანდიელმა X-ზე კომენტარი დაწერა და განაცხადა: „ჰაჰაჰა გაყიდულია! ეს ბრძოლა ნამდვილად იქნება ჩემს ქარდზე, რომელიც სექტემბერში „სფეროში“ გაიმართება“.
Hahaha sold! This fight is definitely on my September Sphere card! https://t.co/FCS2qMY3VM
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) May 3, 2024
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორს მომდევნო ბრძოლა მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ ელის. მათი დაპირისპირება UFC 303-ის მთავარი მოვლენა გახლავთ და ღონისძიება თბილისის დროით, 30 ივნისს გაიმართება. როგორც ჩანს, კონორ აპირებს, ოქტაგონზე მალევე დაბრუნდეს და სექტემბერში იჩხუბოს.
ცნობისთვის, „სფერო“ ეს არის 112 მეტრის სიმაღლის და 157 მეტრის სიგანის მქონე სტრუქტურა, რომელიც 1.5 მილიონ LED ნათურას აერთიანებს. „სფეროს“ გარშემო არის 16K რეზოლუციის მქონე დისპლეი, რომელიც 54,000 კვადრატულ-მეტრზე ვრცელდება. „სფერო“ არის მაღალტექნოლოგიური საკონცერტო დარბაზი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება იქნეს გამოყენებული