ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

პიოლი კვარასთან? - მილანიდან მიდის და ნაპოლის გაწვრთნის მთავარი კანდიდატია

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ნაპოლის’’ მთავარი მწვრთნელობის უპირველესი კანდიდატი სტეფანო პიოლია, რომელიც 2019 წლიდან „მილანს'' წვრთნის და სეზონის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებს. „ნაპოლის'' პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სტეფანო პიოლისთან ერთად ახალი გუნდის აშენებას და მასთან გრძელვადიან მუშაობას გეგმავს. თუ კვარა „ნაპოლიში'' დარჩება, დიდი ალბათობით პიოლი გაწვრთნის.

„ნაპოლი’’ ასევე განიხილავს ვინჩენცო იტალიანოს („ფიორენტინას'' მთავარი მწვრთნელი), ჯან პიერო გასპერინისა და ანტონიო კონტეს კანდიდატურებს, თუმცა „პარტენოპეისთვის’’ ფავორიტი პიოლია.

დე ლაურენტისს ვინჩენცო იტალიანოს კანდიდატურა ხიბლავს, თუმცა ამ სიაში იტალიანო მეორე ადგილზეა, ამჟამად ფლორენციელები კონფერენს ლიგაზე არიან გადართულნი, რაც მასთან მოლაპარაკების გამართვას ართულებს. ლაურენტისს იტალიანოს დანიშვნა 2023 წლის ზაფხულშიც სურდა, როცა ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გაუშვა.

შეგახსენებთ, 2022-23 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას დიდი დახმარებით „ნაპოლი'' სერია ა-ს ჩემპიონი გახდა, თუმცა შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა შეცდომები დაუშვა, ლუჩანო სპალეტისთან შეთანხმება ვეღარ შედგა და ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი გაუშვა. სპალეტი რუდი გარსიამ შეცვალა, გარსია წარუმატებელი მუშაობის გამო მოხსნეს და გუნდში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ვალტერ მაცარი დაბრუნდა. მაცარის მუშაობაც მოკლევადიანი გამოდგა და ამჟამად „ნაპოლის'' ფრანჩესკო კალცონა წვრთნის, რომელიც ამ სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს აღარ შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები