გურამ კაშია
Aa
Aa

კარგი ჟესტი - გურამ კაშია ვიტესს ფინანსურად დაეხმარა

ნიდერლანდური საფეხბურთო კლუბი არნემის „ვიტესი’’ გადარჩენისთვის იბრძვის, კლუბს იმდენად რთული ფინანსური პრობლემები აქვს, გულშემატკივრებს დახმარებისთვის მიმართა. „ვიტესს’’ ფინანსური მხარდაჭერა ყოფილმა ფეხბურთელებმაც გამოუცხადეს, მათ შორის ლოის ოპენდამ, გურამ კაშიამ, ვილფრიდ ბონიმ, მატ მიაზგამ და სხვებმა.

რაც შეეხება ქომაგთა მხრიდან კლუბის დახმარების საკითხს, სურვილის შემთხვევაში თითოეული ქომაგი კლუბს მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 10 000 ევროს გადაურიცხავს. თუ „ვიტესი'' არსებობის გაგრძელებას ვერ შეძლებს, გულშემატკივრებს თანხა დაუბრუნდებათ.

„ვიტესის'' პრობლემები რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო, როცა კლუბს რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული ბიზნესმენი ვალერი ოიფი მართავდა. ოიფი დასანქცირდა, „ვიტესს'' პრობლემები შეექმნა და შემდეგ ოიფმა კლუბი გაყიდა, თუმცა კრიზისიდან გამოსვლა ვერ მოხერხდა. 

შეგახსენებთ, გურამ კაშია „ვიტესში'' 2010-18 წლებში თამაშობდა, 2016-17 წლების სეზონში ქართველი მცველის კაპიტნობით „ვიტესმა'' ნიდერლანდების თასი მოიგო. კაშიამ „ვიტესში'' 293 მატჩში 24 გოლი შეაგდო და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები