გიორგი ქინქლაძე, ჯორჯ ბესტი, ალფრედო დი სტეფანო, ეუსებიო
Aa
Aa

ქინქლაძე, დი სტეფანო, ბესტი და სხვები | ევროს მიღმა დარჩენილი ტოპ ფეხბურთელები

ბრიტანულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ საინტერესო რეიტინგი შეადგინა და დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატებზე არასდროს უთამაშიათ. Four Four Two-ს რჩეულთა შორის ქართველ მოთამაშესაც ვხედავთ და ტოპ 12-ში გიორგი ქინქლაძე მოხვდა.

„გიორგი ქინქლაძე რამდენიმე წლით ადრე რომ დაბადებულიყო, ალბათ, დსთ-ს ნაკრებში მოხვდებოდა, რომელმაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ევრო 92-ზე იასპარეზა. მანჩესტერ სიტის გულშემატკივართა ფავორიტის სანაკრებო დებიუტი 1992 წლამდე არ შედგა, საქართველოს კი 2024 წლამდე დიდ ტურნირზე თამაშის უფლება არ ჰქონდა მოპოვებული“, - წერს Four Four Two.

ბრიტანული ჟურნალის რეიტინგში ქინქლაძე მე-11 პოზიციას იკავებს და მატ ლე ტისიეს უსწრებს. მე-10 ადგილზე იარი ლიტმანენია, მეცხრეზე ჯონი ჯაილზს ვხედავთ, მერვეზე - დავიდ ჟინოლას, მეშვიდეზე - ზბიგნევ ბონეკს, მეექვსეზე - კენი დალგლიშს.

Four Four Two-ს ხუთეული ასე გამოიყურება: პაოლო როსი (მეხუთე ადგილი), ჯონ ჩარლზი (მეოთხე ადგილი), ეუსებიო (მესამე ადგილი), ჯორჯ ბესტი (მეორე ადგილი), ალფრედო დი სტეფანო (პირველი ადგილი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია | ვის შეხვდება ნინძა
გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია | ვის შეხვდება ნინძა