ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ამიტომ აღარაა ჩემპიონი“ | თოფურიას პასუხი ალექსანდრ ვოლკანოვსკის

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, MMA Junkie-იმ სტატია გამოაქვეყნა და საკუთარ მკითხველს ალექსანდრ ვოლკანოვსკის განცხადება გაუზიარა. „ვოლკმა“ თქვა, რომ ილია თოფურია არასწორად იქცევა და არსებულ ვითარებას ნამდვილი ჩემპიონივით არ უდგება.

„როდესაც ხელში ქამარი გიჭირავს, ვალდებული ხარ გამოწვევები მიიღო და შენც ზეწოლა მოახდინო, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა? - ეს სიგიჟეა... ის ყველაფერს არასწორად აკეთებს. არ მინდა ილიაზე ცუდის თქმა, რადგან თავისი შანსი გამოიყენა, ჩემპიონი გახდა და თამაშიც ხელში უჭირავს, ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მოდი, იყავი ჩემპიონი“, - აღნიშნა ვოლკანოვსკიმ და ილიამ მას სოციალურ ქსელში უპასუხა.

„ელ მატადორმა“ MMA Junkie-ის ფეისბუქ გვერდზე კომენტარი დატოვა და განაცხადა: „სწორედ ამიტომ არის ვოლკანოვსკი ყოფილი ჩემპიონი“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ „ვოლკი“ მეორე რაუნდში გაფორმებული ნოკაუტით დააფინიშა. ჯერჯერობით უცნობია, ილიას მომდევნო მეტოქე ვინ იქნება, მაგრამ უცხოურ პრესაში ყველაზე ხშირად მაქს ჰოლოუეიზე იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები
მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები