გიგა ჭიკაძე, არნოლდ ალენი
Aa
Aa

გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია | ვის შეხვდება ნინძა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე 27 ივლისს გასამართ ღონისძიებაზე დაბრუნდება. MMA-ის ჟურნალისტის, ლეო გიმარაეშისა და რამდენიმე ცნობილი MMA გვერდის მიხედვით, „ნინძა“ UFC 304-ზე არნოლდ ალენს დაუპირისპირდება.

ალენი 30 წლის მებრძოლია და კარიერაში 22 ჩხუბი აქვს გამართული. არნოლდმა 19-ჯერ იმარჯვა, ბოლო ორ დაპირისპირებაში კი მაქს ჰოლოუეისთან და მოვსარ ევლოევთან დამარცხდა. ალენს მოგებული აქვს კელვინ კატარისთვის, რომელთანაც ჭიკაძემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.

UFC 304 ინგლისში გაიმართება და მას მანჩესტერი უმასპინძლებს. ალენი ინგლისელი მებრძოლია და გულშემატკივრები მის მხარეს იქნებიან. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იგი მე-6 პოზიციას იკავებს, ხოლო „ნინძა“ მე-10 გახლავთ.

ცნობისთვის, ჭიკაძემ კატართან განცდილი მარცხის შემდეგ, ერთი ბრძოლა გამართა. 2023 წლის აგვისტოში, გიგამ ალექს კასერესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ნინძას“ ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული და ჯოშ ემეტის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები
მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები