საბა საზონოვი
Aa
Aa

პირველი სეზონი იტალიაში და ტრამვაით მგზავრობა | საზონოვის ინტერვიუ

„ტორინოს“ ქართველი ფეხბურთელი, საბა საზონოვი ტურინში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „გრანატას“ მცველმა კლუბში გატარებულ პირველ სეზონზე, ტრავმაიში გადაღებულ ფოტოსა და სხვა თემებზე ისაუბრა.

ტორინოში გატარებული პირველი სეზონი

„12 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. რომას, ინტერისა და ლაციოს წინააღმდეგ ვითამაშე და ვფიქრობ, პირველი სეზონისთვის, ეს კარგი გამოცდილება იყო. მქონდა თამაშები, რომლებიც მაღალ დონეზე ჩავატარე და ვფიქრობ, მეტი შემიძლია, თუმცა, ამ მომენტისთვის, არა უშავს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო და ძირითადი შემადგენლობის წევრობა უნდა. გამონაკლისი არც მე ვარ და იმედია, ბოლო შეხვედრებში მონაწილეობას მივიღებ“.

რაში აქვს მოსამატებელი

„ვფიქრობ, ფიზიკურად ძლიერი ვარ და არც სისწრაფის მხრივ მაქვს პრობლემები. იტალიაში ტაქტიკური საკითხები უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამ კუთხით უნდა გავიღრმაო ცოდნა. დინამო მოსკოვში მხოლოდ 4-მცველიანი ტაქტიკით ვთამაშობდით, ტორინოში კი 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ და ეს სქემა ჩემთვის უცხო იყო. ტაქტიკა, რომელსაც ივან იურიჩი იყენებს, ძალიან საინტერესოა. როგორია ჩემი მომავალი? არ ვიცი, ვნახოთ, სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდში როგორი სიტუაცია იქნება და მწვრთნელი რას გადაწყვეტს“.

ტრამვაით მგზავრობაზე

„ჩემთვის ეს ჩვეულებრივი რამაა. ტურინში გადმოსვლამდეც ზუსტად იმავეს ვაკეთებდი. ერთ დღეს მანქანით დავდიოდი, მეორე დღეს კი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვიყენებდი. ვიცი, რომ ამის გამო, ქომაგების მისაბაძი მაგალითი გავხდი, მაგრამ განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. „ტორინოს“ მომდევნო შეხვედრა 3 მაისს ელის და თბილისის დროით, 22:45-ზე „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები
მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები