„ილია 100 პროცენტით მართალია“ | სონენმა თოფურია VS ჰოლოუეიზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა, რომელსაც ანდერსონ სილვას, ჯონ ჯონსის, ვანდერლეი სილვას, ტიტო ორტისისა და სხვა ლეგენდების წინააღმდეგ უჩხუბია, ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეიზე ისაუბრა. სონენმა „ელ მატადორის“ პოზიცია დაიჭირა და განაცხადა, რომ ილია 100 პროცენტით მართალია.
„ილია თოფურია 100 პროცენტით მართალია. თოფურია ამბობს: „მაქს, პირველ რიგში, ქვემსუბუქ წონით დივიზიონს ეხება საუბარი და საქებარ სიტყვებს ვერ მიიღებ იმის გამო, რაც მსუბუქ წონაში გააკეთე, მაგრამ ვაღიარებ, რომ ქვემსუბუქში მაგარი მებრძოლი იყავი. თუ ჩვენს წონაში დაბრუნდები, საჩემპიონო ქამარს ჩამოვალ, მაგრამ ოდნავ უფრო მეტი ინტერესი მაქვს ბრაიან ორტეგას მიმართ, რომელმაც UFC-ის ღონისძიების მთავარ მოვლენაში იმარჯვა. შენი და გეიჯის ჩხუბი მეინ ივენთიც კი არ ყოფილა და საერთოდ სხვა წონით დივიზიონში გაიმართა. მზად ვარ, შენ მიმართ პატივისცემა გამოვიჩინო, მაგრამ ორტეგასთანაც შემიძლია ჩხუბი. ბრაიანს არაფერი აქვს, რასაც შემომთავაზებს და დამიყოლიებს, შენ კი გაქვს და ამას BMF-ის ტიტული ჰქვია“.
ილია ბოლომდე მართალია და სანამ იტყვით, რომ ის ვთქვი, რაც რეალობაა და ყველამ იცის, გახსოვდეთ, რომ ეს გავაკეთე, რადგან თოფურიამ იგივე უამრავჯერ თქვა, მაგრამ მისთვის ყურადღებით არ მოგისმენიათ და ვერ გაიგეთ, რაზე ილაპარაკა“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ჰოლოუეის ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ მასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში იჩხუბებს თუ მაქსი BMF-ის საჩემპიონო ქამარს ჩამოვა.