გიორგი მამარდაშვილი, მანუელ ნოიერი, ანდრე ონანა, იან ობლაკი
Aa
Aa

სამი ევროპული გრანდი, რომლებსაც მამარდაშვილის ყიდვა სურთ

ცნობილი ესპანური გამოცემა Fichajes-ი გიორგი მამარდაშვილის მომავალზე წერს და სამი გუნდის ვინაობას ასახელებს, რომელიც ქართველი მეკარის დამატებით ინტერესდება:

მადრიდის „ატლეტიკო“:

პირველი გუნდი, რომელმაც ქართველი მეკარის მიმართ ინტერესი გამოიჩინა, „როხიბლანკო“ იყო. იმ შემთხვევაში, თუ იან ობლაკი გუნდს დატოვებს, „ატლეტიკო“ მის იდეალურ შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს ხედავს. სიმეონე ქართველი მეკარის სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად მოიაზრებს, რაც შესაძლოა, ტრანსფერის ერთ-ერთი საკვანძო როლი იყოს.

მიუნხენის „ბაიერნი“:

ბავარიული გიგანტი მამარდაშვილის პროგრესს თვალყურს თვეების განმავლობაში, ყურადღებით ადევნებდა. მანუელ ნოიერის კარიერა დასასრულს უახლოვდება, „ბაიერნი“ კი „ვალენსიას“ მეკარეს მის ღირსეულ მემკვიდრედ ხედავს. ქართველის ხარისხი და ასაკი მიმზიდველ ვარიანტად აქცევს, რათა გერმანიის საუკეთესო გუნდის კარი მრავალი წლის განმავლობაში დაიცვას.

„მანჩესტერ იუნაიტედი“:

„ოლდ ტრაფორდზე“ სტაბილური მეკარის პრობლემა წლების განმავლობაში დგას. ანდრე ონანას არასტაბილურმა თამაშმა ინგლისურ გუნდში გაუგებრობა გამოიწვია და კლუბის ხელმძღვანელები ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ გზას გიორგი მამარდაშვილში ხედავენ. სტაბილურობის შემოსატანად, ქართველი მეკარე რეალურ ვარიანტად განიხილება.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 33 შეხვედრა ჩაატარა და 35 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 12 მატჩში შეინახა. ქართველმა მეკარემ ბოლო ტურში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც უახლოეს შეხვედრას, რომელიც მისმა გუნდმა 5 მაისს, „ალავესის“ წინააღმდეგ უნდა გამართოს, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი ფინალში - კიტეიშვილმა ავსტრიის თასი მოიგო
საგოლე პასი ფინალში - კიტეიშვილმა ავსტრიის თასი მოიგო