გიორგი შერმადინი
Aa
Aa

211 ქულა 371 წუთში - შერმადინის მაჩვენებლები ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა „ლენოვო ტენერიფემ“ ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა. გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები ფინალში ესპანეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ „უნიკახასთან“ ხუთქულიანი სხვაობით, 75-80 დამარცხდნენ. მთლიანობაში 35 წლის ქართველი ცენტრისთვის, წინა სეზონების მსგავსად, ევროპულ საკლუბო ტურნირზე წლევანდელი წელიც ძალიან შედეგიანი იყო და თანაგუნდელებს შორის თითქმის ყველა ტურში გამოირჩეოდა.

ჩემპიონთა ლიგის ახლახანს დასრულებულ გათამაშებაში გიორგი შერმადინმა 17 შეხვედრაში პარკეტზე ჯამში გატარებულ 371 წუთში 211 ქულა, 79 მოხსნა და 29 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საუკეთესო მატჩი მისთვის „ქარშიაქასთან“ (97-106) სტუმრად მოგება იყო, სადაც 34 წუთი ითამაშა და მატჩი 25 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა. ყველაზე ცუდად კი გიორგი საბერძნეთის „პერისტერთან“ (82-90) მარცხის დროს გამოიყურებოდა, როდესაც 13 წუთი ითამაშა და როგორც ქულების, ასევე მოხსნებისა და პასების გრაფაში ნული ეწერა.

ევროპულისგან განსხვავებით, „ლენოვო ტენერიფესთვის“ შიდა ჩემპიონატში სეზონი გრძელდება და 20 მოგებითა და 11 წაგებით გუნდი ლიგა ენდესაში მეოთხე ადგილზეა. რეგულარული გათამაშების დარჩენილ სამ ტურში შერმადინი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ბრეოგანსა“ და „ხუვენტუტს“, საკუთარ დარბაზში კი „მანრესას“ შხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ უნიკახა დაამარცხა
შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ უნიკახა დაამარცხა